კავკასიოლოგია



 

 

საერთაშორისო კავკასიოლოგიური კონგრესი


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი

გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი

საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით

[საგრანტო პროექტი N CS-II-22-223]

 

2022 წლის 3-5 ოქტომბერს თბილისში

აწყობენ საერთაშორისო კავკასიოლოგიურ კონგრესს. კონგრესი ეძღვნება აკადემიკოს მარიამ (მარიკა) ლორთქიფანიძის ასი წლის იუბილეს და აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის ხსოვნას. კონგრესი იმუშავებს რამდენიმე მიმართულებით:

            ქართული და კავკასიური ენები

            ისტორია და წყაროთმცოდნეობა

            ქართულ-კავკასიურ სიძველეთა კვლევა და არქეოლოგია

            კავკასიის ხალხთა ეთნოლოგია

            ხელოვნებათმცოდნეობა და ხელოვნების ისტორია

            ლიტერატურათმცოდნეობა და ლიტერატურის ისტორია.

მოხსენებათა თეზისები ქართულ და ინგლისურ ენაზე მიიღება 2022 წლის 15 ივლისამდე შემდეგი პირობების დაცვით:

  1. თეზისების ქართული და ინგლისური ტექტსები უნდა იყოს 300-300 სიტყვა
  2. ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს A4 ფორმატით, შრიფტი Sylfaen ქართული ტექსტისთვის და Times new Roman ინგლისური ტექსტისთვის. ზომა - 12. ინტერვალი 1,5. ქვედა და ზედა არეები 2 სმ. მარცხნიდან - 3 სმ. მარჯვნიდან - 1,5 სმ.

თეზისები გამოგზავნეთ მისამართზე: caucasiangate@tsu.ge


რეგისტრაცია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი | კონტაქტი | საავტორო უფლებები